среда, 25 ноября 2009 г.

მონაგარი

ჩემო კარგო შვილო

ჩემი ფიქრი და სუნთქვა ხარ, ჩემი გონება და გული შენ დაგტრიალებს

 შენი ბედნიერება მინდა შვილო...

აქ რომ იყავი, ამას არ გაგრძნობინებდი, ხომ იცი ალერსიანი არასდროს ვყოფილვარ,ღრმად და სათუთად ვინახავდი შენს სიყვარულს…

 მეშინოდა გული რომ გადავუშალო, არ გამითამამდეს–მეთქი. რომ  გადიხარ სახლიდან თვალს გადევნებდი, ძალიან მომწონხარ, ჩემო ერთადერთო... ტანით, ფერით, სულით  და გულით. ყველაფრით კმაყოფილი ვარ შენით, შენ ხარ ჩემი აწმყო და მომავალი. შენ უნდა გააგრძელო ჩვენი მოდგმა,მიტომ გმართებს დიდი წინდახედულობა.

 

           დედა გენაცვალოს



ჩემო შვილებო და შვილიშვილებო, თქვენი სიხარული და ბედნიერება მინდა...

მინდა ჩემმა მონაგარმა სიკეთე თესოს და სიყვარულით მოიმკით ამას...

იყავით გულმოწყალები და ადამიანთა მოყვარულები...

მე ვამაყობ ჩემი შვილებით და უნდა ვიამაყო ჩემი შთამომავლებით, რადგან ყოვველი მოზარდი მიდის და მოდის ახალი ლამაზი თაობა.

თაობამ რომელმაც უნდა გადაარჩინოს საქრთველოს მომავალი. ერთიანობა და სიყვარული უნდა იყოს თქვენი მეგზური,

წმინდაო ღმერთო  ღმერთო მოხედე ჩემს მონაგარს, შენი ძალით იხსენ ისინი წყენისაგან, სირცხვილისაგან... მაღირსე მშვიდი სიკვდილი, ისე რომ იმ ქვეყნად არავის დარდი არ გამატანო. ვიქნები შენი მონა და მხევალი...

ღმერთო დამილოცე ჩემი მონაგარი.....